მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 11:00-20:00 (1 საათი შესვენება); შაბათი, კვირაგამოშვებით, 11:00-16:00
სრული აღწერა
EZDESK აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე
ვაკანსია: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
კომპანია: EZDESK (ezdesk.ge ezdesk.ge) — ბმულის გახსნა
EZDESK ერგონომიული საოფისე ავეჯისა და სამუშაო სივრცის აქსესუარების მაღაზიაა. ჩვენი შოურუმი მდებარეობს ბიზნეს ცენტრ „ატრიუმში“, თბილისში, სადაც მომხმარებლებს ვეხმარებით კომფორტული და ფუნქციური სამუშაო გარემოს შექმნაში. ვეძებთ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მომხმარებლებზე იზრუნებს როგორც შოურუმში, ისე ონლაინ არხებით, კონსულტაციიდან გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- შოურუმში მოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და კონსულტაცია;
- პროდუქტების დემონსტრაცია, მათი მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა;
- გაყიდვის პროცესის წარმართვა პროდუქტის შერჩევიდან ანგარიშსწორებამდე, შოურუმში გადახდების მიღება და ინვოისების გაცემა;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია ონლაინ არხებით: Instagram, Facebook, WhatsApp, ტელეფონი, ელფოსტა და ვებგვერდის ჩატი;
- შეკითხვებზე დროული და ზუსტი პასუხი, მიწოდებისა და აწყობის დეტალების შეთანხმება მომხმარებელთან;
- საგარანტიო, დაბრუნების და სხვა მიმართვების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასაუბრო და წერითი);
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მესენჯერებთან და ონლაინ მაღაზიის სისტემასთან მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ტექნოლოგიებითა და ერგონომიკით დაინტერესება ჩაითვლება პლუსად.
სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-20:00 (1 საათი შესვენება); შაბათი, კვირაგამოშვებით, 11:00-16:00;
დასვენების დღეები: კვირა და ყოველი მეორე შაბათი; მოქნილობა: საჭიროების შემთხვევაში, კოლეგასთან შეთანხმებით, სამუშაო დროს შოურუმის დატოვება შესაძლებელია;
ანაზღაურება: 1,500 ლარი ხელზე (ნეტი); მეორე თვიდან დამატებით ბონუსი გუნდის გაყიდვებიდან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
შემოუერთდით EZDESK-ის გუნდს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

