გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 250+ ₾
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30–18:30 სთ
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული მობილური პაკეტი, ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
სრული აღწერა
„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
„ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის – Vienna Insurance Group-ის (VIG) წევრია.
ჩვენთან დაგხვდებათ ჯანსაღი და კოლეგიალური სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
- გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთ
- ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული); ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო (ფიზიკური პირები) და კორპორაციული (კომპანიები) კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.
თქვენგან ველით:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ:
- ადაპტაციის პერიოდში გამოცდილი კოლეგის მხარდაჭერასა და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლას;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- გაყიდვების შეჯიბრებებში მონაწილეობას, ფულადი პრიზებითა და ვაუჩერებით;
- მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციულ ნომერს;
- FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- 1250 ₾ + ბონუსი
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

