გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 200–1 700 ₾
- მისამართი
- თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:30-18:30
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19
ფიქსირებული ანაზღაურება (1200 -1700 ₾-მდე)+ ბონუსი + საკომისიო
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
- კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
- გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით;
- მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
- კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
- სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება;
- ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- თანამშრომლობა მარკეტინგისა და დაზღვევის ტექნიკური გუნდებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულებით)
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო/ფინანსურ სექტორში)
- კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დამატებითი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი.


