მიმტანი-კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"ვასსერშტრასსე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
ფუნქციები:
- რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
- კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
- შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
- ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა;
- გასაყიდი პროდუქციის ცოდნა;
- ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა;
- სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;
- მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია;
- კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით;
- სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება.
სასურველია:
- პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@wasserstrasse.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
ტაბლა "ნოვა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
სამუშაოს აღწერა:
- გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა საცალო და ჰორეკა მიმართულებით და შესაბამისი, კალენდარული სამოქმედო გეგმის შემუშავება
- საცალო მიმართულება (პირდაპირი და ონლაინ გაყიდვები):
- კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია შემდეგ საკითხებზე:
- გაყიდვის ახალი არხების მოძიება
- ასორტიმენტის შერჩევა/რეგისტრაცია, ფასები და სააქციო ღონისძიებები
- მიწოდების და გადახდის პირობები
- ახალი პროდუქტების დარეგისტრირება
- მომარაგებების დაგეგმვა-ორგანიზება სავაჭრო ობიექტების ჭრილში
შიდა პროცესები:
- გაყიდვების და ნაშთების ანალიზი ქსელების / გაყიდვის პუნქტების ჭრილში, მარაგების და გეგმების კონტროლი, სტრატეგიის განსაზღვრა
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ჰორეკა მიმართულება:
- უკვე არსებული მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია
- პოტენციური მოხმარებლების მოძიება
- მომხმარებლებისთვის პროდუქტის და მომსახურების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის ** მოწოდება, კონსულტაციის გაწევა, პრეზენტაციის და მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვა
- ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, ადმინისტრირება, მონიტორინგი
- მომხმარებელთა ბაზის მენეჯმენტი, პოტენციურ მომხმარებელთა ბაზრის კვლევა
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული,
- პუნქტუალური,
- კეთილსინდისიერი,
- შრომისმოყვარე,
- კომუნიკაბელური,
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@tablanova.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
