გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტი ნიადაგის სამმართველოს I კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- სპეციალობით ან/და გარემოსდაცვით სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტი ნიადაგის სამმართველოს I კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კადრების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
01.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხილვა, გეგმის თაობაზე წინადადების მომზადება;
- დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის ეფექტიანი უზრუნველყოფა;
- წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, საჭირო ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება;
- გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის, ან აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
- გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ხარჯების და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების სახის განხილვა, შეფასება და აღნიშნულის შეთანხმების (შეუთანხმებლობის) თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
- სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების და დაინტერესბული პირების მონაწილეობით შეხვედრების ორგანიზება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი აქტები/პროექტების განხილვა და შენიშვნების/მოსაზრებების მომზადება;
- ხელმძღვანელების დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ან გარემოს დაცვის ტექნოლოგია ან ქიმიური ინჟინერია და პროცესები
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი;
- საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ’’;
- საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „წყლის შესახებ”;
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;
- საქართევლოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 04/07/2022 წ. №347 დადგენილება „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 27/06/2022 წ. №338 დადგენილება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“;
- „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 31/12/2013 წ. №424 დადგენილება;
- საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №190 დადგენილება „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“;
- „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილება;
- „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 20 აგვისტოს №431 დადგენილება;
- „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილება;
- ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“;
- „საქართველოს ტყის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“.
- საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 29/12/2023 წ. №2-978 ბრძანება;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 06/03/2018 წ. №112 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.N150
საკონტაქტო ტელეფონები:
599481522
საკონტაქტო პირი:
ლია მიშელაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: სპეციალობით ან/და გარემოსდაცვით სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სასურველია: მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული განათლების დონე.
ArcGIS - ძალიან კარგად და Microsoft Office Excel - კარგად ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვების ანალიზის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრებისათვის მასალების მომზადების უნარი;
- პროფესიული განვითარების უნარი;
- ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირების უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით, არსებობის შემთხვევაში, შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა (დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება);
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: nea.gov.ge — ბმულის გახსნა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
