გარე LED ეკრანის სარეკლამო გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქუთაისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. #67 ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- შაბათ-კვირა, სამუშაო დღეები
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
შპს ,,იბერია სტარ გრუპი" აცხადება ვაკანსიას გარე LED ეკრანის სარეკლამო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შესაძლებელია სხვა საქმიანობასთან შეთავსება.
ქ. ქუთაისში, ილ. ჭავჭავძის N67 ბ-ში სავაჭრო ცენტრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ განთავსებული 90 მ² გარე LED სარეკლამო ეკრანისთვის ჭირდებათ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.
პოზიცია გულისხმობს ეკრანზე სარეკლამო სივრცის გაყიდვას, ახალი დამკვეთების მოძიებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან აქტიური კომუნიკაცია;
კომპანიებისთვის სარეკლამო პაკეტებისა და ინდივიდუალური შეთავაზებების წარდგენა;
მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმების კოორდინაცია;
სარეკლამო სააგენტოებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
მიმდინარე კლიენტების მომსახურება და სარეკლამო კამპანიების განახლება;
რეკლამის მასალებისა და განთავსების ვადების შეთანხმება შესაბამის თანამშრომლებთან;
გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და გადახდების სტატუსის აღრიცხვა.
მოთხოვნები:
გაყიდვების ან ბიზნესკლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
ინიციატივა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
შეთანხმებული ამოცანებისა და ვადების დაცვა.
უპირატესობად ჩაითვლება:
რეკლამის, მედიის ან კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება;
ქუთაისისა და იმერეთის ბიზნესგარემოს ცოდნა;
კომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებთან პროფესიული კონტაქტები.
სამუშაო პირობები:
მოქნილი გრაფიკი და სხვა საქმიანობასთან შეთავსების შესაძლებლობა;
დისტანციური კომუნიკაციისა და დამკვეთებთან შეხვედრების კომბინაცია;
ანაზღაურება — შეთანხმებით, გაყიდვების შედეგებზე მიბმული ბონუსით;
ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაძლებლობა.
ეკრანის ტექნიკური მომსახურება და ვიდეორგოლების დამზადება ამ პოზიციის ძირითად მოვალეობებში არ შედის.
დამსაქმებლის მოთხოვნები: გამოცდილება აუცილებელია:
განათლების დონე(ები): ბაკალავრი.
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონ CV. მიუთითონ, რა დროს დაუთმობენ საქმიანობას და აქვთ თუ არა სარეკლამო ან კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება.
პროფესია: გაყიდვების ორგანიზაცია და მართვა (გაყიდვების მენეჯმენტი)
სამუშაო ადგილი: ილ. ჭავჭავაძის გამზ. #67 ბ
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა, სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 3 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ტოლერანტულობა, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება, ინოვაციურობა, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, დაგეგმვა/ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება — შეთანხმებით, გაყიდვების შედეგებზე მიბმული ბონუსით; ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.


