გარე გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- თავისუფალი — შაბათ-კვირა, სამუშაო დღის საღამოს საათები
სრული აღწერა
"SmartPaw" შეიქმნა იმისთვის, რომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების საშუალებით გაამარტივოს.
"SmartPaw" აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ინოვაციების დახმარებით ცხოველების ყოველდღიური ცხოვრება შესაძლოა გავხადოთ უფრო სასიამოვნო და სახალისო.
ამჟამად "SmartPaw" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების გაცნობა;
- სხვადასხვა შესაბამის ლოკაციაზე სარეკლამო აქტივობების განხორციელება;
- მომხმარებლის დაინტერესება და კომპანიის საზოგადოების ზრდაში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი.
პირობები:
- გრაფიკი: თავისუფალი — შაბათ-კვირა, სამუშაო დღის საღამოს საათები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: guga@smartpaw.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
