ფინანსური მენეჯერი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 20 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
- მისამართი
- თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სრული აღწერა
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
- სხვადასხვა ტიპის ფინანსური რეპორტების მომზადება და მათი ანალიზი მენეჯმენტისთვის;
- წლიური ბიუჯეტის შემუშავება, დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- ყოველთვიური შემოსავლების და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
- წლიური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათემატიკის მიმართულებით;
- ფინანსურ ან საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების გამოცდილება;
- ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
კომპეტენცია და უნარები:
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


