ფინანსური მენეჯერი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
Tiflisi Fast Food აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მართვა, კონტროლი და მონიტორინგი.
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, ანალიზი და ფინანსური ნაკადების კონტროლი.
- ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი.
- ობიექტების მომგებიანობის, გაყიდვებისა და საოპერაციო ხარჯების ანალიზი.
- სასაქონლო მარაგების, ნედლეულის ხარჯვისა და თვითღირებულების კონტროლი.
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტისთვის პერიოდული წარდგენა.
- მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი.
- ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
- HoReCa სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- ფინანსური აღრიცხვისა და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Kotorashvili1021@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


