ფინანსისტი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, ორშ–პარ 10:00-19:00
- მისამართი
- ქუთაისი, კოსტავას N3, პანორამა ჯგუფის ცენტრალური ოფისი
სრული აღწერა
ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში ფინანსისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, კოსტავას N3, პანორამა ჯგუფის ცენტრალური ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- პროდუქციისა და ბიზნეს მიმართულებების მომგებიანობის ანალიზში ჩართულობა;
- შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ფინანსური მონაცემების დამუშავება Excel-ში;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პროცესების შესწავლა და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართულობა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებასა და საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ფინანსებისა და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
- მაღალი აკადემიური მოსწრება.
პირადი უნარ-ჩვენები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info@panoramagroup.ge
განაცხადის ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2026 წელი.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


