ბუღალტერი/დამხმარე ბუღალტერი
გამოქვეყნდა 23 ნოებოლო ვადა: 23 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, მე-2 ჩიხი No7
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-16:00
სრული აღწერა
შპს "ნოვატო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის/დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
თუ გაქვთ ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხართ ყურადღებიანი დეტალების მიმართ და გსურთ პროფესიული განვითარება — შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
- მიღებული და გაცემული ზედნადებების სიზუსტის კონტროლი;
- შესყიდვებისა და რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროგრამული აღრიცხვა;
- დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებების შეჯერება და დავალიანებების კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, მე-2 ჩიხი №7;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-16:00;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
განაცხადის გამოგზავნა:
- დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: marifuturidze@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითე სასურველი პოზიცია: "ბუღალტერი" ან "დამხმარე ბუღალტერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 დეკემბერი, 2026 წელი.
"ნოვატო" — ცოდნით ვხედავთ მეტს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
