ფინანსებისა და ოპერაციების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ნ. ყიფშიძის ქუჩა
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00–18:00
სრული აღწერა
სამუშაო ადგილი - თბილისი, ნ. ყიფშიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი - 10:00–18:00
Salamander და Wortmann-ის გუნდი ეძებს ფინანსებისა და ოპერაციების მენეჯერს, რომელიც ორი საცალო ქსელის ფინანსურ დაგეგმვას, იმპორტსა და მარაგების კონტროლს გაუძღვება.
როლის მნიშვნელოვანი ნაწილია ანგარიშგებისა და პროცესების ავტომატიზაცია - FMG Soft-ისა და Oris-ის მონაცემებზე მუშაობა, BI სისტემის დანერგვაში მონაწილეობა და AI აგენტების გამოყენება.
პასუხისმგებლობები
- ფინანსები - დირექტორთან ერთად გეგმებისა და ბიუჯეტების მომზადება, 13-კვირიანი ფულადი ნაკადების პროგნოზისა და გადახდების კალენდრის ყოველდღიური განახლება. ბუღალტერთან ერთად ორივე კომპანიის ფინანსური ანგარიშგების: P&L-ისა და ბალანსის მომზადება, გეგმა–ფაქტის ანალიზი და ახალი პროექტების ფინანსური შეფასება.
- შეკვეთები და იმპორტი - შეკვეთის ოპტიმიზაცია, მომწოდებლებთან და გადამზიდავებთან კოორდინაცია, საქონლის მიღებისა და ფილიალებში განაწილების მართვა, FMG-ში მონაცემების სისწორის კონტროლი. საწყობის გუნდთან ერთად მიღებაში უშუალო მონაწილეობა (წელიწადში დაახლოებით 50–80 მიღება).
- გაყიდვები და მარაგები - გაყიდვების, მარჟისა და აქციების ანალიზი, მარაგის შევსებისა და გადანაწილების რეკომენდაციები, ყოველთვიური ინვენტარიზაციის ხელმძღვანელობა.
- სისტემები და AI - BI სისტემის დანერგვაში მონაწილეობა, ანგარიშებისა და პროცესების ავტომატიზაცია, AI აგენტების გამართვა, შედეგების გადამოწმება და მოკლე სამუშაო ინსტრუქციების მომზადება.
რას ველით შენგან
- მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას ფინანსურ ანალიზში, ოპერაციებში, მარაგების დაგეგმვაში ან ბიზნესანალიტიკაში და ანგარიშის, პროგნოზის ან ავტომატიზებული პროცესის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილებას.
- უმაღლეს განათლებას ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის, ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ძლიერ რაოდენობრივ აზროვნებას და ფინანსური დაგეგმვის, ფულადი ნაკადების, მარჟისა და თვითღირებულების პრაქტიკულ ცოდნას.
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას, მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშების ავტომატიზაციის გამოცდილებას.
- AI აგენტებთან პრაქტიკულ გამოცდილებას - ამოცანისთვის აგენტის გამართვას, მონაცემებისა და ინსტრუმენტების მიწოდებას და შედეგის გადამოწმებას.
- სწრაფ ტემპში ორგანიზებულობას, მოქნილობას, საჭიროებისამებრ ჩართვის მზადყოფნასა და პასუხისმგებლობის უმაღლეს გრძნობას.
საცალო ვაჭრობის, დისტრიბუციისა და ERP ან/და BI სისტემებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.
რას გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევა და თანამშრომლის 50%-იანი ფასდაკლება
- კომპანიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ჩართულობას და მათი დამოუკიდებლად ან დირექტორთან ერთად მიღებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
- BI სისტემისა და AI ავტომატიზაციის დანერგვაში მნიშვნელოვან როლს.
სამუშაო გარემო
დინამიკური სამუშაო, რომელიც მოიცავს ოფისში მუშაობას, მაღაზიებსა და საწყობში ვიზიტებს და გუნდებთან ყოველდღიურ კოორდინაციას.
CV-ის გამოგზავნისას მოკლედ აღწერე შენი ყველაზე დიდი მიღწევა(ები) სამსახურში. ასევე, რა ამოცანისთვის გამოიყენე AI აგენტი და როგორ გადაამოწმე შედეგი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სალამანდრა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსებისა და ოპერაციების მენეჯერი
სამუშაო ადგილი - თბილისი, ნ. ყიფშიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი - 10:00–18:00
Salamander და Wortmann-ის გუნდი ეძებს ფინანსებისა და ოპერაციების მენეჯერს, რომელიც ორი საცალო ქსელის ფინანსურ დაგეგმვას, იმპორტსა და მარაგების კონტროლს გაუძღვება.
როლის მნიშვნელოვანი ნაწილია ანგარიშგებისა და პროცესების ავტომატიზაცია - FMG Soft-ისა და Oris-ის მონაცემებზე მუშაობა, BI სისტემის დანერგვაში მონაწილეობა და AI აგენტების გამოყენება.
პასუხისმგებლობები:
- ფინანსები - დირექტორთან ერთად გეგმებისა და ბიუჯეტების მომზადება, 13-კვირიანი ფულადი ნაკადების პროგნოზისა და გადახდების კალენდრის ყოველდღიური განახლება. ბუღალტერთან ერთად ორივე კომპანიის ფინანსური ანგარიშგების: P&L-ისა და ბალანსის მომზადება, გეგმა–ფაქტის ანალიზი და ახალი პროექტების ფინანსური შეფასება.
- შეკვეთები და იმპორტი - შეკვეთის ოპტიმიზაცია, მომწოდებლებთან და გადამზიდავებთან კოორდინაცია, საქონლის მიღებისა და ფილიალებში განაწილების მართვა, FMG-ში მონაცემების სისწორის კონტროლი. საწყობის გუნდთან ერთად მიღებაში უშუალო მონაწილეობა (წელიწადში დაახლოებით 50–80 მიღება).
- გაყიდვები და მარაგები - გაყიდვების, მარჟისა და აქციების ანალიზი, მარაგის შევსებისა და გადანაწილების რეკომენდაციები, ყოველთვიური ინვენტარიზაციის ხელმძღვანელობა.
- სისტემები და AI - BI სისტემის დანერგვაში მონაწილეობა, ანგარიშებისა და პროცესების ავტომატიზაცია, AI აგენტების გამართვა, შედეგების გადამოწმება და მოკლე სამუშაო ინსტრუქციების მომზადება.
რას ველით შენგან:
- მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას ფინანსურ ანალიზში, ოპერაციებში, მარაგების დაგეგმვაში ან ბიზნესანალიტიკაში და ანგარიშის, პროგნოზის ან ავტომატიზებული პროცესის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილებას.
- უმაღლეს განათლებას ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის, ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ძლიერ რაოდენობრივ აზროვნებას და ფინანსური დაგეგმვის, ფულადი ნაკადების, მარჟისა და თვითღირებულების პრაქტიკულ ცოდნას.
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას, მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშების ავტომატიზაციის გამოცდილებას.
- AI აგენტებთან პრაქტიკულ გამოცდილებას - ამოცანისთვის აგენტის გამართვას, მონაცემებისა და ინსტრუმენტების მიწოდებას და შედეგის გადამოწმებას.
გამოცდილებას:
- სწრაფ ტემპში ორგანიზებულობას, მოქნილობას, საჭიროებისამებრ ჩართვის მზადყოფნასა და პასუხისმგებლობის უმაღლეს გრძნობას.
- საცალო ვაჭრობის, დისტრიბუციისა და ERP ან/და BI სისტემებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა და თანამშრომლის 50%-იანი ფასდაკლება
- კომპანიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ჩართულობას და მათი დამოუკიდებლად ან დირექტორთან ერთად მიღებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
- BI სისტემისა და AI ავტომატიზაციის დანერგვაში მნიშვნელოვან როლს.
სამუშაო გარემო
დინამიკური სამუშაო, რომელიც მოიცავს ოფისში მუშაობას, მაღაზიებსა და საწყობში ვიზიტებს და გუნდებთან ყოველდღიურ კოორდინაციას.
CV-ის გამოგზავნისას მოკლედ აღწერე შენი ყველაზე დიდი მიღწევა(ები) სამსახურში. ასევე, რა ამოცანისთვის გამოიყენე AI აგენტი და როგორ გადაამოწმე შედეგი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული

