დამხმარე ბუღალტერი
სრული აღწერა
დამხმარე ბუღალტერი — „ენთები"
გინდა ბუღალტერიაში კარიერა დაიწყო იქ, სადაც შენი სწავლა და განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი სამუშაო?
„ენთებში" დამხმარე ბუღალტრის პოზიცია პროფესიის შესწავლისა და განვითარების შესაძლებლობაა - რეალურ სამუშაო პროცესში, გამოცდილი გუნდის გვერდით და 700-ზე მეტი კომპანიის მრავალფეროვან გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ვინ ვართ ჩვენ
2015 წლიდან ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური აუთსორსინგის კომპანია საქართველოში - ბუღალტრული, ფინანსური, საგადასახადო და იურიდიული მომსახურებებით. ჩვენი გუნდი დღეს 700 ზე მეტ კომპანიას ემსახურება, რაც ჩვენს თანამშრომლებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას ერთდროულად რამდენიმე ინდუსტრიის სპეციფიკაში გაერკვნენ და სწრაფად გაიზარდონ პროფესიულად.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენთან ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია — რუტინას ვამარტივებთ, რომ შენი დრო საინტერესო ამოცანებს დარჩეს.
მეტი ჩვენ შესახებ: ants.ge — ბმულის გახსნა
გუნდის გასაცნობად კი გირჩევთ ჩვენი ვიდეო ნახოთ: ვიდეო www.youtube.com — ბმულის გახსნა
მეტი ჩვენი კარიერის შესახებ LinkedIn-ზე : კარიერა ენთებში bit.ly — ბმულის გახსნა
რას გააკეთებ ყოველდღიურად
- დაამუშავებ და აღრიცხავ საბანკო ოპერაციებს, შეამოწმებ ბანკებსა და შესაბამის ანგარიშებს;
- აღრიცხავ შესყიდვებს, გაყიდვებსა და სხვა პირველად დოკუმენტაციას;
- ჩამოტვირთავ და დაამუშავებ ზედნადებებსა და ფაქტურებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოამზადებ მოთხოვნებს;
- აღრიცხავ სალაროს ოპერაციებს, შეადარებ მონაცემებს RS-თან და მერჩანტებთან;
- იმუშავებ ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტების მომსახურების დარიცხვებზე, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით;
- ჩაერთვები იმპორტის, კონვერტაციისა და ფულადი სახსრების გადაფასების ოპერაციებში;
- აღრიცხავ ხელფასებს, თანამშრომელთა დაზღვევას, ამორტიზაციასა და ძირითად საშუალებებს;
- დაამუშავებ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
- ჩაერთვები სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და წარმოების ოპერაციების აღრიცხვაში;
- იმუშავებ მთავარ ბუღალტერთან ერთად და მიიღებ მონაწილეობას სააღრიცხვო პროცესების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში;
- გამოიყენებ სამუშაო ჩეკლისტებს და დაიცავ კომპანიის შიდა პოლიტიკას, პროცედურებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სტანდარტებს.
შენ თუ...
- იცნობ ბუღალტრულ პროგრამებს (Balance-ის ცოდნა - უპირატესად ჩაითვლება);
- გაქვს ფინანსების მიმართულების უმაღლესი განათლება;
- ერკვევი საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში;
- თავისუფლად ფლობ Excel-ს;
- გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებელი გუნდის წევრი;
- ACCA-ის პირველი დონე გავლილი გაქვს — (დამატებითი პლუსი იქნება)
მაშინ ჩვენ გელოდებით
რას გთავაზობთ
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების თანადაფინანსება;
- ჰიბრიდული გრაფიკი — კვირაში 1 დღე დისტანციურად;
- გუნდი, სადაც ცოდნის გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა რეალობაა, არა ლოზუნგი;
- კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, წინასწარ გაწერილი განვითარების გეგმის მიხედვით
პირობები
თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან)
სრული განაკვეთი, 10:00–19:00
ანაზღაურება — კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
CV-ის გაგზავნისას შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი
თუ გინდა, რომ ყოველდღიური სამუშაო შენს პროფესიულ ზრდად გარდაიქმნას — მოდი, გაგიცნობთ.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ენთები" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დამხმარე ბუღალტერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება

