ვაკანსია | B კატეგორიის დისტრიბუციის მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00–19:00
სრული აღწერა
ვაკანსია | B კატეგორიის დისტრიბუციის მძღოლი
ანაზღაურება — 1 500 ლარი ხელზე
მიწოდების ტერიტორია — თბილისი
სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
დასვენების დღეები — შაბათი და კვირა
სამუშაო ავტომობილი — კომფორტული, 2025 წლის ელექტრომობილი ავტომატური ტრანსმისიით
ძირითადი მოვალეობები
- ავტომობილის დატვირთვაზე დასწრება, რათა იცოდეთ, სად არის განთავსებული თითოეული მომხმარებლის შეკვეთა.
- შეკვეთების მომხმარებლებთან მიტანა, ჩამოტვირთვა და შეთანხმებულ ადგილზე დატოვება. ერთი შეფუთვის წონა მაქსიმუმ 20 კგ-ია.
- ადგილზე დატოვებული შეკვეთის ფოტოს გადაღება მიწოდების დასადასტურებლად.
- მომხმარებლებთან თავაზიანი კომუნიკაცია და მიწოდების შეფერხების შემთხვევაში კომპანიისთვის დროული შეტყობინება.
- საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ავტომობილზე გამოწერილი ჯარიმების კონტროლი.
- ავტომობილის სალონში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ავტომობილი კომპანიის სამრეცხაოზე ირეცხება.
მოთხოვნები
- მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- პასუხისმგებლობა, დისციპლინა და პირადი ჰიგიენის დაცვა.
- დასაქმებისთვის ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მხოლოდ WhatsApp-ზე — 555 333 397. შეტყობინებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, რამდენი წელია მართავთ ავტომობილს და როდიდან შეგიძლიათ მუშაობის დაწყება. თუ დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, მოკლედ მოგვწერეთ მის შესახებ. გთხოვთ, არ დარეკოთ.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- მძღოლი, დისტრიბუცია
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


