ბუღალტერი საჯარო სექტორში
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- გამოცდილება
- 1 წლიდან - 3 წლამდე
სრული აღწერა
გაბრიაძის თეატრი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე. ბუღალტერი პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საბიუჯეტო რეგულაციების შესაბამისად.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ყოველთვიური ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბიუჯეტო ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ოპერაციების აღრიცხვა;
- შიდა ფინანსური კონტროლის უზრუნველყოფა;
- ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.
- ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროული და მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად გაფორმება;
- სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (პირველადი დოკუმენტების, ინვოისების, საგადახდო მოთხოვნების, ვალდებულებების, კონვერტაციების მომზადება);
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შედეგების ასახვა;
- სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე ინფორმაციის
მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საჯარო სექტორში ბუღალტერიის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით (სერტიფიკატი)
- საქართველოს საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ხაზინისა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია ORIS);
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პიროვნული თვისებები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: gabriadzetheatre@yahoo.com 2026 წლის 20 იანვრამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- განათლება
- პროფესიული განათლება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
