ბიზნეს ანალიტიკოსი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
სრული აღწერა
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის ბიზნესპროცესების შესწავლა, ანალიზი და არსებული მდგომარეობის შეფასება
- ბიზნესმოთხოვნების იდენტიფიცირება, შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება
- ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება
- ბიზნესმოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად და ფუნქციურ სპეციფიკაციებად გარდაქმნა
- ბიზნესპროცესების მოდელირება და ვიზუალიზაცია
- ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მხარდამჭერი დოკუმენტების მომზადება
- ახალი სისტემების, პროდუქტებისა და პროცესების დანერგვის პროცესში მონაწილეობა
- განხორციელებული ცვლილებების შედეგების შეფასება და ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტატისტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით
- პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@wk.ge. დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იყოს პოზიციის დასახელება:
"ბიზნეს-ანალიტიკოსი".
"Wine Kakheti • ვაინ კახეთი" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს (გაიგეთ უფრო მეტი: www.wk.ge).
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



