ბიზნეს ანალიტიკოსი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
სრული აღწერა
02-11-2026 - 03-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ბიზნეს ანალიტიკოსს.
შემოუერთდი Dressup-ის გუნდს - საქართველოში წამყვან მოდის e-commerce პლატფორმას, სადაც გექნება შესაძლებლობა, იმუშაო მაღალტრაფიკიან და რეალურ მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტზე.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19;
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ბიზნეს ანალიზი და მოთხოვნების მართვა:
- ბიზნეს პროცესების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაციის გადაწყვეტების შეთავაზება (AS-IS და TO-BE მოდელირება).
- დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნეს მოთხოვნების შესაგროვებლად და დასაზუსტებლად.
- ტექნიკური დავალებების (User Stories, Functional Requirements) დეტალური დოკუმენტირება მიღების კრიტერიუმებით (Acceptance Criteria).
- AI ხელსაწყოების (v0, Figma AI, Claude Artifacts და სხვ.) გამოყენება ინტერფეისებისა და ფუნქციონალების სწრაფი პროტოტიპირებისთვის, რათა იდეების ვიზუალიზაცია და ბიზნესთან შეთანხმება მოხდეს დეველოპმენტამდე.
- E-commerce პლატფორმის ახალი ფუნქციონალების (Checkout, Loyalty, Promotion Logic, ERP/WMS ინტეგრაციები, გადახდები, ლოგისტიკა) ლოგიკის გაწერა.
Agile პროცესების მხარდაჭერა და Delivery:
- ამოცანებისა და ციფრული პროდუქტების სრული ციკლით (E2E) მართვა - დაგეგმვა, ამოცანების დეკომპოზიცია, ვადების კონტროლი და რელიზის საბოლოო ჩაბარება.
- Agile/Scrum პროცესების წარმართვა დეველოპერულ გუნდთან ერთად (Backlog Grooming, Sprint Planning, Standup, Retro).
- Jira/Confluence გარემოში დავალებების სტრუქტურირება, პრიორიტეტიზაცია და სტატუსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
- პროექტის რისკებისა და ბლოკერების დროული იდენტიფიცირება და მათი ეფექტური აღმოფხვრა.
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკოსის (BA), პროდუქტის მფლობელის (PO) ან ტექნიკური პროექტის მენეჯერის (PM) პოზიციაზე.
- E-commerce, Retail ან FinTech სექტორში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- მოთხოვნების დოკუმენტირების, User Stories-ისა და Acceptance Criteria-ს ფორმულირების მაღალ დონეზე ფლობა.
- Agile (Scrum/Kanban) მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა და Jira/Confluence-თან მუშაობის გამოცდილება.
- AI ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში (სწრაფი პროტოტიპირება, ამოცანების დოკუმენტირება, ანალიზი).
- ვებ-ტექნოლოგიების, სისტემური ინტეგრაციებისა და მონაცემთა გაცვლის პრინციპების (API) პრაქტიკული ცოდნა; სისტემებს შორის მონაცემთა ნაკადების (Data Flow Diagrams) დაგეგმვისა და ტექნიკური სპეციფიკაციების გაწერის უნარი.
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ბიზნეს ანალიტიკოსს.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

