ბარმენი
- ანაზღაურება
- 900 ₾
- ქალაქი
- მარნეული
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-10:00
სრული აღწერა
„BET 25-მარნეული“ არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
„BET 25-მარნეული“ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე მარნეულში.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სმენა, ტრანსპორტირება, კვება)
სამუშაო საათები: 10:00-10:00
უშუალო ხელმძღვანელი: ფილიალის მენეჯერი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 900 + ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
- ბარში და ჰოლში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
“BET 25 მარნეული“ გთავაზობთ:
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
