ბარმენი
გამოქვეყნდა 24 ნოებოლო ვადა: 23 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 9 საათიანი გრაფიკი
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
სრული აღწერა
კაფე ბარი "გრაფიკა" - აცხადდება ვაკანსია ბარმენის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
- სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
- ბარში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
- თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
- კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
- 9 საათიანი გრაფიკი
- 5 სამუშაო დღის შემდეგ 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება 1500 ლარი + ბარის ნავაჭრის %
- ობიექტი უზრუნველყოფს კვებასა და ღამის საათებში ტრანსპორტირებას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@grafikatbilisi.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული, ინგლისური
- ანაზღაურების პირობები
- 1500 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



