ბარმენი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მისამართი
- საბურთალო, თბილისი
სრული აღწერა
"ვინორიუმი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარმენი.
ლოკაცია: საბურთალო, თბილისი
პოზიციის დანიშნულება:
ბარმენი პასუხისმგებელია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებისა და კოქტეილების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომზადებაზე, სტუმრებისთვის მაღალი ხარისხისა და თავაზიანი მომსახურების გაწევაზე, ასევე ბარის სამუშაო სივრცის სისუფთავესა და ინვენტარისა და მარაგების საოპერაციო კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და გაცემა;
- კოქტეილების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- სტუმრებისთვის თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
- ბარის სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- ბარის ინვენტარისა და პროდუქციის სწორად გამოყენება;
- სასმელების მარაგების კონტროლი და ნაშთების მონიტორინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად.
რას ველით კანდიდატისგან:
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასმელებისა და კოქტეილების მომზადების საბაზისო ცოდნა;
- ბარმენად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@arg.ge.
subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



