შესყიდვებისა და მარაგების მართვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი 10:00-17:30
- მისამართი
- თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მე-5-ე შესახვევი. (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
სრული აღწერა
სარეკლამო კომპანია "allprint" მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ მომსახურებას - შესრულების უმაღლესი ხარისხით.
ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ დამკვეთს.
დღეს, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შესყიდვებისა და მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგი სამუშაო პირობებით:
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა, ნაშთის კონტროლი.
**მოთხოვნილი პროდუქციის გაცემა სტანდარტის შესაბამისად.
- მარაგების დანაკლისის შევსებაზე ზრუნვა (საჭირო მასალებზე შესყიდვის წინასწარი დაგეგმვა/განხორციელება)
- საწყობის ინვენტარიზაცია და ანგარიშის პერიოდული წარდგენა.
- სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან მიღებული შესყიდვის განაცხადების დამუშავება და შეძენის დროული განხორციელება.
- არსებულ მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია მათი პროდუქციისა და საფასო პოლიტიკის გაცნობის მიზნით.
- პოტენციური მომწოდებლებლებთან მოლაპარაკებების წარმოება პროდუქციის შეძენისათვის როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე.
**მოსაწოდებელი პროდუქციის ხარისხის, ფასის და კონკურენტული ბაზრის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი საწყობის მარაგების ან შესყიდვების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. (უპირატესობა მიენიჭება სარეკლამო სფეროში გამოცდილების მქონე პირებს)
- საკომუნიკაციო ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით.
პიროვნული მახასიათებლები:
**ძლიერი კომუნიკაციის, დარწმუნების და დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო პირობები:
**გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-17:30
**სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მე-5-ე შესახვევი. (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
- ანაზღაურება-შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისად 2000-2500 (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@allprint.ge არაუგვიანეს 2026 წლის 26 ნოემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
