არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
07.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- საინვესტიციო არბიტრაჟის სფეროში სახელმწიფოს მონაწილეობით მიმდინარე დავებზე წარმომადგენლობა ან ასეთი დავების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება მათ შორის, სახელმწიფოს სახელით წარსადგენი წერილობითი პოზიციების მომზადება, დაკავშირებულ საარბიტრაჟო ან/და სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, აღნიშნულ საქმეებზე შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ იურიდიულ კომპანიებთან ერთად საქმის წარმართვა;
- საინვესტიციო არბიტრაჟის, აგრეთვე ადგილობრივი სამართლის რომელიმე სფეროში კვლევა, მემორანდუმების მომზადება, კონკრეტულ საქმეებზე სახელმწიფო პოზიციის მომზადების პროცესში დოკუმენტების ანალიზი/დამუშავება/შეგროვება, მოწმეებთან შეხვედრების ორგანიზება და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტექნიკური, ადმინისტრაციული თუ საორგანიზაციო საკითხის უზრუნველყოფა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებები;
- საერთაშორისო კონვენცია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ (International Convention on the Settlement of Investment Disputes), 1965: icsid.worldbank.org — ბმულის გახსნა;
- უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენცია (New York Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards), 1958: www.euro-arbitration.org — ბმულის გახსნა;
- ძირითადი საარბიტრაჟო ინსტიტუტების (ICC, SCC) საარბიტრაჟო წესები;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანება;
- დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საქართველოში;
- საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის საფუძვლები;
- საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო ტრიბუნალების პრაქტიკა.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები:
2405985
დამატებითი მოთხოვნები:
- კერძო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის დარგობრივი ცოდნა;
- სამართლებრივი წერა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის შეგროვება;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
- კრიტიკული აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა სტაჟირება ანაზღაურებადი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ ტესტს, რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება C1 დონის შესაბამისი ქულის მიღება. ინგლისური ენის სერტიფიკატის (არანაკლებ C1 დონე) ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატს აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება წარმატებით გავლილად; ასევე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას ინგლისურ ენაზე, რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 65 %-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
