ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფა
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-19:00 ორშ–პარ (სტუდენტის გრაფიკთან შეთავსებით)
სრული აღწერა
შპს "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი (სტუდენტის გრაფიკთან შეთავსებით);
- სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე, შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- იურისტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში და მისი დავალების შესრულება;
- ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
- კანონმდებლობის ანალიზი და საკანონმდებლო სიახლეებისათვის თვალყურის მიდევნება;
- იურისტის დავალებით სახელმწიფო, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
- ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ დეპარტამენტის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chiaturmanganum@hotmail.com და სათაურში მიუთითოთ "სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
