აკადემიური თანამდებობები
სრული აღწერა
შპს "კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
ვაკანსია №1
თანამდებობა: პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: შინაგანი მედიცინა
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 5 წელი
ვაკანსია №2
თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: შინაგანი მედიცინა
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 3
არჩევის ვადა: 4 წელი
დაიშვება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა.
ვაკანსია №3
თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: ფსიქიატრია
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი
დაიშვება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა.
ვაკანსია №4
თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: ნევროლოგია
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი
ვაკანსია №5
თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: რადიოლოგია
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი
ვაკანსია №6
თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოსოფიის მიმართულება
დისციპლინის ტიპი: არაკლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
- პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- ასისტენტი: დოქტორანტის სტატუსი.
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში დამატებით:
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი.
- პროფესორი: სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორი: სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორი: სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტი: დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში.
თუ თანამდებობა ასევე შეიძლება დაიკავოს პროფესიული ნიშნით კვალიფიციურმა პირმა, მისი კვალიფიკაცია უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
წარსადგენი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაფია (CV).
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებისათვის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
- ასისტენტის თანამდებობისათვის დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ *).
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატისა და კლინიკური გამოცდილების (ასისტენტისთვის: კლინიკურ სპეციალობაში დოქტორანტად ყოფნის) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
- პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატი: პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.
*ინგლისური ენის ცოდნა დასტურდება ერთ-ერთით: ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობა არანაკლებ 1 წელი; საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო ან კვლევითი საქმიანობა ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წელი; დასრულებული ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამა; B2 დონის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.). დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ცოდნა შემოწმდება უნივერსიტეტის ტესტირებით ან საკონკურსო კომისიის გასაუბრებით ინგლისურ ენაზე.
საბუთების მიღება:
მიღების დაწყება: 2026 წლის 24 დეკემბერი
მიღების დასრულება: 2026 წლის 31 დეკემბერი, 23:59 საათი
ელექტრონული ფოსტის მისამართი: vacancy@kwiu.edu.ge
წერილის სათაური/შემცველობა: სავალდებულოა წერილში მიუთითოთ ვაკანსიის ნომერი, თანამდებობა და მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა, რომელზეც წარმოადგენთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი განუხილველად დარჩება.
საბუთები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, მითითებულ ვადაში.
შერჩევის პროცედურა:
- კონკურსს ატარებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია. კომისია ჯერ ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას მოთხოვნებთან, შემდეგ კი შესაბამის კანდიდატებს აფასებს.
- შეფასების კრიტერიუმები: აკადემიური ხარისხი ან პროფესიული ნიშნით კვალიფიკაცია და მისი შესაბამისობა ვაკანსიასთან; სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნის დონე; პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; კლინიკური ან სამუშაო გამოცდილება.
- კომისიას შეუძლია ჩაატაროს გასაუბრება, სადემონსტრაციო ლექცია ან გამოიყენოს შეფასების სხვა საშუალება.
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილება ყველა კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტით, მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
- კონკურსანტს შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს რექტორთან, მოტივირებული განცხადებით, შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
