აღმზრდელის ასისტენტი
გამოქვეყნდა 19 ნოებოლო ვადა: 18 დეკ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
საბავშვო ბაღი "Lego city" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე.
თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა.
აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი - 1000 ლარი
საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ბათუმი, გორგასალი 159.
ფუნქცია-მოვალეობები:
- აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
- აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
- აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
- კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
- სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
- ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება:
- რუსული ენის ცოდნა
- პროფესიული ან/და ზოგადი განათლება;
- სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
- რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მზრუნველობა;
- ყურადღებიანობა;
- დაკვირვებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV): Luba.ukr@mail.ru საკონტაქტო ნომერი: +995555165485
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


