კერძო განცხადება
ადმინისტრაციაადმინისტრაციული თანაშემწე / სტაჟიორი
გამოქვეყნდა 6 ივნ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი, ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, ნახევარი განაკვეთი
- გამოცდილება
- სტუდენტი
- ბენეფიტები
- გახდეთ პროფესიონალების გუნდის წევრი, სადაც თავს იგრძნობთ ერთი ოჯახის წევრად
სრული აღწერა
ქართულ-ფრანგული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია „Netiko“ აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციული თანაშემწის ვაკანტურ პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
- საქმიანი კორესპონდენციებისა და კომერციული დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
- ოფიციალური წერილების გაგზავნა;
- მთარგმნელობითი მომსახურება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- პოტენციურ კლიენტთა ბაზრის კვლევა და შესაბამისი ბაზის შექმნა;
- ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება;
- გაწეული სამუშაოს მონიტორინგი და ანალიზი;
ჩვენ გთავაზობთ:
- გახდეთ პროფესიონალების გუნდის წევრი, სადაც თავს იგრძნობთ ერთი ოჯახის წევრად
- ჩვენ ვაფასებთ ღია, სამართლიან და გამრჯე თანამშრომლებს. ჩვენთვის თქვენი პირადი მიღწევები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ჩართულობა კომპანიის მიზნების მიღწევაში;
- მუშაობას კომპანიაში, რომლის ორგანიზაციული კულტურა აგებულია პატივისცემასა და შრომისმოყვარეობაზე. Netiko-ს გუნდის წევრობით, ჩვენ გთავაზობთ განავითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო გარემოში.
- საინტერესო შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროს გაცნობას;
- მოქნილ გრაფიკს და დროდადრო სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას;
- Netiko-ში მუშობის გაგრძელების შესაძლებლობას;
- სარეკომენდაციო წერილს მომავალი დამსაქმებლისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური უნარები ქართულ ენაზე;
- პირდაპირი მარკეტინგის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ნოვატორობის, კრიტიკულად აზროვნებისა და შედეგებზე დაყრდნობით სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და სურვილი;
- დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- ძლიერი ინტერპერსონალური უნარები. მათ შორის, კომპანიის სტეიკჰოლდერებთან ძლიერი ურთიერთობის დამყარების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: contact@netiko.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
წარმატებებს გისურვებთ.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- განათლება
- პროფესიული ტექნიკუმი
- პოზიცია
- ტრენერი
- კონტრაქტი
- სტაჟიორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
