ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 80+ ₾
- ქალაქი
- თელავი
სრული აღწერა
"ღვინის სასტუმრო თელავი", რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და მათი სასტუმროში განთავსება;
- სტუმრების დღიურის წარმოება;
- ნომრების შემოწმება;
- სხვა მასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების — ვორდისა და ექსელის — მინიმალურ დონეზე ცოდნა;
- მეილის ცოდნა;
- დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მორიგეობა იქნება 24-საათიანი. დასაქმებულს ექნება თავისი ოთახი, სადაც შეძლებს დასვენებას და ღამის საათებში დაძინებას. სამუშაო გრაფიკი — ოთხ დღეში ერთხელ.
დასაქმებულის კვებაზე იზრუნებს სასტუმრო.
სამუშაო გარემო ხშირ შემთხვევაში არ იქნება დატვირთული და ადმინისტრატორს ექნება საშუალება წიგნის წასაკითხად/სამეცადინოდ. სწავლა-განათლება იქნება წახალისებული.
ანაზღაურება: მორიგეობა 80 ლარი + ბონუსი გამომუშავების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: telaviwinehotel@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
