სასტუმრო მეტეო
მომსახურებასასტუმროს ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- მისამართი
- თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო გრაფიკი არის 12-საათიანი ცვლით, 2/2 პრინციპით:
სრული აღწერა
სასტუმრო "მეტეო კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი
ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე!
მცირედი ჩვენ შესახებ:
"Hotel Meteo Kakheti" არის თანამედროვე, 5-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს:
- 43 ნომერს;
- განცალკევებულ რესტორანს;
- ორ აუზს;
- ბარს;
- სტუმრებისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, მიღება და რეგისტრაცია (Check-in / Check-out);
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების მართვა;
- სატელეფონო ზარებისა და ჯავშნების დამუშავება;
- სასტუმროს სხვა განყოფილებებთან კოორდინაცია;
- სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- სასტუმროს შიდა პროგრამაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი საუბრის უნარი;
- პოზიტიური განწყობა, მეგობრული დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- სასტუმროს ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განიხილებიან მოტივირებული კანდიდატებიც გამოცდილების გარეშე.
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო გრაფიკი არის 12-საათიანი ცვლით, 2/2 პრინციპით:
- ორი დღე - დილის ცვლა: 09:00-21:00;
- ორი დღე - დასვენება;
- ორი დღე - ღამის ცვლა: 21:00-09:00;
- შემდეგ ციკლი მეორდება.
რას გთავაზობთ:
- კვებას, სამუშაო პერიოდში;
- ტრანსპორტირებას;
- სასტუმროს შიდა პროგრამის შესწავლას ადგილზე;
- მეგობრულ და პროფესიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე.
ტელეფონი: +995 558 510 255; +995 511 12 44 44
ელფოსტა: Hotelmeteokakheti2025@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
