ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2–5 წელი
- ბენეფიტები
- დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ფილიალის უფროსი ვაკანსია დაგაინტერესებს.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ.
შენი, როგორც ფილიალის უფროსი მთავარი ფუნქციები იქნება:
- ფილიალის საქმიანობის ეფექტური მართვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
- საცალო სეგმენტის გაყიდვების გუნდების ხელმძღვანელობა, განვითარება და შედეგებზე ორიენტირებული მართვა;
- ფილიალისა გაყიდვების გეგმების შესრულებისა და დასახული ბიზნეს-მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლებისთვის ამოცანების, გეგმებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება, შესრულების მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
- გუნდის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და სამუშაო პროცესში პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი, კონტროლი და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალის სადაზღვევო პორტფელის ზრდისა და მომხმარებელთა ბაზის გაფართოების უზრუნველყოფა;
- ადგილობრივი ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და გაყიდვების შესაძლებლობების კვლევა, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება;
- პარტნიორულ და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, რთული ან პრობლემური შემთხვევების მართვა;
- ფილიალის ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და საორგანიზაციო პროცესების ეფექტიანი მართვა;
- ახალი თანამშრომლების მოძიების, შერჩევის, ადაპტაციისა და განვითარებისთვის საჭირო პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
- ფილიალის საქმიანობის შედეგების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება;
- სადაზღვევო, საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office-ის პროგრამები, განსაკუთრებით Excel.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
კატეგორია: საოფისე / ოფისის მენეჯერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2–5 წელი
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

