ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 1 470 ₾
- ქალაქი
- გორი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
ა(ა)იპ - კოლეჯი "განთიადი"
ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ კოლეჯი “განთიადი”არის მრავალპროფილური კოლეჯი, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1470 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გორი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
შრომის ბაზარზე მოქმედი კომპანიების საჭიროებების შესწავლაზე დაფუძნებით პროფესიული მომზადების პროგრამების / პროფესიული გადამზადების პროგრამების განახლების/დამატების ინიცირება;
ახალი სერვისების შეთავაზების მიზნით ზრდასრულთა განათლების კოორდინატორის
მონაწილეობით პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების
შემუშავება/კოორდინაცია და წარდგენა ხარისხის მართვის მენეჯერთნ.
ზრდასრულთა განათლების კოორდინატორის მიერ ელექტრონული ბაზის მართვა/წარმოება.
კომუნიკაცია დამსაქმებლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან პარტნიორობის გაუმჯობესების მიზნით;
მსმენელების გამოკითხვის ჩატარება.
პროფესიული მომზადების /პროფესიული გადამზადების პროგრამების პოპულარიზაციისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
მონაწილეობა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების პოპულარიზაციისთვის პროფორიენტაციული ხასიათის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის პროცესის ორგანიზება;
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციის პროცესში დახმარება.
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების სასწავლო პროცესის კოორდინაცია;
პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა შეფასების პროცესის მონიტორინგი.
მსმენელებისათვის მხარდაჭერისა და კონსულტაციების გაწევა.
მსმენელების სტატუსის შეწყვეტის, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების პროცესების ადმინისტრირება.
განმახორციელებელი პირის მიერ ჩატარებულ საკონტაქტო საათების რაოდემობის აღრიცხვა და დირექტორთან წარდგენა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონიტორინგი პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამებთან შესაბამისობის მიზნით.
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა დასწრების მონიტორინგი .
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება/ანალიზი;
პროგრამების/პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამებზე სასწავლო ცხრილების შემუშავება;
მსმენელების რეგისტრაცის, ჩარიცხვის, კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეწყვეტის, შესახებ სტატისტიკის წარმოება/გაანალიზება;
სერტიფიკატის დანართების შევსება;
კოლეჯისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზება ზრდასრულთა განათლების საკითხებზე და განსახორციელებელი აქტივობების შემუშავება;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ბესიკის ქუჩა #2 გორი , შიდა ქართლი
საკონტაქტო ტელეფონები:
577 49 18 59
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება, განათლების სფეროში ადმინისტრაციულ საკითხებზე.
- დეტალებზე ორიენტირება:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
- დროის მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გამოცხადებულ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატ(ებ)მა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს აქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით wwwvacancy.hr.gov.ge;
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან სათანადოდ გაფორმებული (ნოტარიულად დამოწმებული) ასლი;
სამოტივაციო წერილი;
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს უცხო ენის(ინგლისური ენა B-2 დონეზე,) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“;
- თუ კანდიდატის მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, იგი ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადადის მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე სრულად დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კანდიდატის შეფასება: საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება;
- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან საკონტაქტო ტელოეფონის (რომელიც იქნება მითითებული) საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კენჭის ყრის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
