ტოიოტა ცენტრი თეგეტაზოგადი სერვისის სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" - ში ზოგადი სერვისის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- სერვისის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
- Clock-in/Clock-out-ისა და რიგის მართვის სისტემების ადმინისტრირება და კონტროლი;
- მომხმარებელთა ავტომობილების პირველადი მდგომარეობის შენარჩუნების კონტროლი და დამცავი აღჭურვილობის გამოყენების მონიტორინგი;
- სერვისის ხარისხის მონიტორინგი და ავტომობილების მომხმარებლისთვის სათანადოდ შეკეთებულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაბრუნების კონტროლი;
- სამუშაო პროცესში შეფერხებებისა და დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ტექნიკური ექსპერტის დროული ინფორმირება;
- ხარისხის კონტროლის შედეგების რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- შესაბამისი დოკუმენტებისა და მონაცემების ტექნიკური ინფორმაციის დაფაზე განთავსება და განახლება;
- სერვისში არსებული დანადგარებისა და სამუშაო ინსტრუმენტების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი;
- საჭირო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შეკვეთის ინიცირება;
- კომპანიის სასერტიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
- კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დადგენილი პროცედურების დაცვა, მათ შორის საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი წესების მიხედვით მოქმედება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- სერვისის საოპერაციო პროცესების მართვისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროცესების მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის უნარი;
- ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
- გუნდთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესისა და სწრაფად სწავლის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილების სერვისის ან ტექნიკური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოპერაციო პროცესების მართვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა;
- უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცვის მაღალი სტანდარტი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
ტოიოტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ტოიოტა ცენტრი თეგეტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ზოგადი სერვისის სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
