ზოგადი ქირურგი
- მისამართი
- თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა
- სამუშაო გრაფიკი
- შეთანხმებით
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
სრული აღწერა
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ზოგადი ქირურგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
- შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ
- ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ვაკანსიის მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
- აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგადი ქირურგიაში
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაციია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი
- აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge.
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

