ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- მარტვილი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მარტვილი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის მუშაობას; წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
- განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
- მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
- უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას, დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
- უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებას ან/და დემონტაჟს, საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ვ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ზ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №225 დადგენილება
ი) საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
კ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
ლ) საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“
მ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“
ნ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ო) საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“
პ) ,,მარტვილი მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილება;
ჟ) "მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. N12
საკონტაქტო ტელეფონები:
577959228
საკონტაქტო პირი:
თამარ წივწივაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- ზედამხედველობის ან/და ინფრასტრუქტურის ან/და ურბანული განვითარების ან/და არქიტექტურის სფეროში მუშაობის 5 წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელობის – 2 წლიანი გამოცდილება;
- კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
- ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება;
- თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვა;
- თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება;
- დელეგირება;
- გუნდის განვითარება.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, მისამართზე: vacancy.hr.gov.ge
- სავალდებულოა „ჩემი რეზიუმეს“ „განათლების“ ბლოკში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო „სამუშაო გამოცდილების“ ბლოკში - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის ატვირთვა (შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღის მითითებით). ატვირთული დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს მისი შესაბამისი კანდიდატისადმი კუთვნილება.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
