ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- ხონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობა სამსახურის საქმიანობაზე;
- დავალებების განაწილება თანამშრომლებზე;
- თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტების შემოწმება;
- გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებით, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
- ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის კონტროლი;
- ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;
- უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა - დანადგარების, დახლების, სარეკლამო/სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
- ხონის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში;
- არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში;
- სასოფლო/არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მოწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში;
- იჯარით გაცემული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების ან სასოფლო/არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება;
- ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
- ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგი ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა);
- კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
- საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება;
- დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სფეროში კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
- სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46 მე-5 პრიმა, 46 მე-6 პრიმა, 49, 55-ე, 55 მე-2 პრიმა, 55 მე-6 პრიმა, 64 მე-2 პრიმა, 76, 77 პირველი პრიმა, 82 მე-5 პრიმა, (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 1341, 135, 1461, 148-ე (გარდა მესამე ნაწილისა), 150-ე, 150 პირველი პრიმა, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 152-ე, 152 მე-2 პრიმა, 152 მე-5 პრიმა, 152 მე-6 პრიმა, 152 მე-7 პრიმა, 152 მე-8 პრიმა, 152 მე-9 პრიმა, 153 მე-4 პრიმა, 158 მე-5 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159-ე, 159 პირველი პრიმა, 172 მე-8 პრიმა, 172 მე-9 პრიმა, 173 მე-14 პრიმა მუხლების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 37, 38, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლის საფუძველზე;
- ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.khoni.gov.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციების მომზადებისა და ვებგვერდის ადმინისტრატორისათვის მიწოდების ორგანიზება და კონტროლი;
- შესასრულებლად დაწერილ კორესპოდენციებზე პასუხების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება;
- მერის, კურატორი მოადგილის მიერ გაცემული ცალკეული დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც არ არის გაწერილი სამუშაო აღწერილობით და არ ეწინააღმდეგება კანონს;
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დაცვა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
სამართლის, ინჟინერიის, ეკონომიკის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოსკანონი„ზოგადია დმინისტრაციული კოდექსი“
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ივნისის N5 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ხონი თავისუფლების მოედანი N6
საკონტაქტო ტელეფონები:
595369636
საკონტაქტო პირი:
ამირან კინწურაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- იურდიული, ინჟინერიის ან ეკონომიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიულად და კომპლექსურად აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების და სახვის უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა დამოტივირების უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
