ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
სამსახური, კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობას, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის ხელშეწყობას.
კატეგორია:
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საზედამხედველო სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებულ - ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური, წლიური და სხვა ანგარიშგების ფორმების, ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანალიზი;
საზედამხედველო სუბიექტების მიერ საბანკო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ცნობების კონტროლი, მონაცემების აღრიცხვა და შედარება წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან;
მიღებული ანგარიშგების ფორმებში ხარვეზების გამოვლენისას, შესაბამისი წერილების მომზადება და საზედამხედველო სუბიექტებიდან ახსნა–განმარტებების და/ან დაზუსტებული ანგარიშგების ფორმების გამოთხოვა;
დაზუსტებული ანგარიშგების ფორმების, წარმოდგენილი ახსნა–განმარტებების განხილვა და მოხსენებითი ბარათების მომზადება;
ანგარიშგებების ანალიზის შედეგად გამოვლენილი რისკების შესახებ უშუალო შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება;
საზედამხედველო სუბიექტების მიერ სამსახურში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების და ინგლისურ ენაზე თარგმნის პროცესში მონაწილეობის მიღება, სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების მიზნით;
სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკურ, ფინანსურ და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსულ წერილებზე, პასუხების მომზადება. ამ მიზნით, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და მიწოდება;
საზედამხედველო სუბიექტების მიერ სამსახურში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუნარიანობის, ლიკვიდურობისა და საზედამხედველო კაპიტალის მიმართ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით;
კაპიტალის მინიმალური ოდენობის უზრუნველსაყოფად საბანკო დაწესებულებებში განთავსებული დეპოზიტების ხელშეკრულებების აღრიცხვა, მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად სამსახურთან წინასწარი შეთანხმების პროცესში განხილვის და ოფიციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
სავალდებულო დაზღვევის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შედარება მზღვეველი ორგანიზაციების მიერ ანგარიშგების ფორმებით წარმოდგენილ ინფორმაციასთან;
საზედამხედველო სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და გარე აუდიტორული დასკვნების მათ ვებ გვერდზე განთავსების კონტროლი;
საზედამხედველო სუბიექტების მიერ სამსახურში წარდგენილი გარე აუდიტორული დასკვნების შეფასება და შედარება სამსახურში წარდგენილ ანგარიშგების ფორმებთან;
მზღვეველი ორგანიზაციების სანქცირებასთან დაკავშირებული ბრძანებების აღრიცხვა და ადმინისტრირების კონტროლი;
სამსახურის უფროსის დავალებით, მზღვეველი ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების ადგილზე შემოწმებაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების და მათი შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;
სამსახურში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მათი მხარდაჭერა;
კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
პროფესია:
ეკონომიკის/ფინანების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილება;
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. #3
საკონტაქტო ტელეფონები:
0322234410
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება (ხანგრძლივობა, სფერო): ფინანსების სფეროში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პროფესიული ცონდა:
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) ცოდნა;
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ცოდნა.
სასურველია:
მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- კეთილსინდისიერება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ღია კონკურსი ცხადდება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- ზეპირი დავალება გულისხმობს ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო თემატიკის ცოდნას, რომლის ფარგლებშიც კანდიდატს გასაუბრების ეტაპზე მიეცემა სიტუაციური დავალება და შეფასდება ქულათა სისტემის მეშვეობით.
- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.insurance.gov.ge — ბმულის გახსნა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
