ზედამხედველობის დეპარტამენტის ადგილზე ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ზედამხედველობის დეპარტამენტის ადგილზე ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
სამსახური, კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობას, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის ხელშეწყობას.
კატეგორია:
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის შესაბამისად, საზედამხედველო სუბიექტების ადგილზე შემოწმება, ხოლო კონკრეტული შემოწმების დროს შესაბამისი მოვალეობის დაკისრების შემთხვევაში შემმოწმებელთა ჯგუფის ხელმძღვანელობა;
შემოწმების მასალების მოპოვება/მომზადება, უშუალო ხელმძღვანელთან განხილვა/ანალიზი, შემოწმების აქტის პროექტის, მოხსენებითი ბარათის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ადგილზე შემოწმების შედეგების შემოწმებულ კომპანიასთან წინასწარ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
დავალების შესრულების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილი ნორმატიული აქტების, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების და მათი შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;
სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
პროფესია:
ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილება;
საქართველოს კანონი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“;
სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. #3
საკონტაქტო ტელეფონები:
0322234410
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება (ხანგრძლივობა, სფერო): ფინანსების სფეროში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სადაზღვევო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ასპექტების სრულყოფილად ცოდნა;
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) ცოდნა;
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ცოდნა;
სასურველია:
მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- კეთილსინდისიერება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ღია კონკურსი ცხადდება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- ზეპირი დავალება გულისხმობს ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო თემატიკის ცოდნას, რომლის ფარგლებშიც კანდიდატს გასაუბრების ეტაპზე მიეცემა სიტუაციური დავალება და შეფასდება ქულათა სისტემის მეშვეობით.
- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.insurance.gov.ge — ბმულის გახსნა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
