ზედამხედველი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 6 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:00 დან 18:00 მდე
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ზედამხედველის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 დან 18:00 მდე
ძირითადი მოვალეობები:
- სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
- სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის, მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი;
- საველე სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამუშაოების პროექტის შესაბამისად განხორციელების კონტროლი;
- ვადების კონტროლი;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის კონტროლი;
- სამუშოების წარმოებისას ტექნიკური და ადმინისტრაციული დარღვევების გამოვლენა და დოკუმენტირება; დარღვევების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- ინციდენტების ანალიზისა და პრევენციული ზომების განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
- პროექტების მიღება-ჩაბარების პროცესში ჩართულობა; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
- კომპანიის შინაგანაწესით, დებულებებით, ბრძანებებით, შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების შესრულება და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
- სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, მეთოდური და ნორმატიული მასალების ცოდნა;
- ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- Ms Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ზედამხედველი, ქალაქში - Tbilisi,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

