ზარის მიმღები (შრომითი ხელშეკრულებით)
- ანაზღაურება
- 2 296 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო გრაფიკი
- I დღე: 09:00 სთ-იდან 17:00 სთ-მდე
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ზარის მიმღები (შრომითი ხელშეკრულებით)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“
ორგანიზაციის შესახებ:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
15.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2296 ლარი
ადგილების რაოდენობა:
30
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
1 თვე
ფუნქციები:
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112"-თან დაკავშირების სხვადასხვა არხით შეტყობინების მიღება, შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავება და გადაცემა;
- შემთხვევის სპეციფიკის განსაზღვრა და გასაწევი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ -ის დებულების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ცოდნა (საქართველოს ქალაქები, მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N1ა
საკონტაქტო ტელეფონები:
0322-41-96-92
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია უცხო ენების ცოდნა;
უნარები:
- გამართული მეტყველება;
- სწრაფი ბეჭდვა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
- სწრაფი რეაგირება;
- სტრესულ სიტუაციასა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა.
პიროვნული თვისებები:
- გადაუდებელ სიტუაციაში მყოფი ადამიანის დახმარებისთვის მზაობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატთა საყურადღებოდ!
დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევიდან.
კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, აპლიკანტი უნდა პასუხობდეს 2 ძირითად კითხვას:
- აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა;
- აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები და/ან პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112"-ის ოპერატორად მუშაობაში;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება;
- სპეციალური კურსი (ოპერატორის სამუშაო სპეციფიკისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის, ცოდნის და უნარების შემსწავლელი კურსი, რომელიც შედგება პროგრამული, თეორიული, პრაქტიკული და საგამოცდო კომპონენტებისგან).
- შერჩევის ბოლო ეტაპი - სპეციალური კურსი, გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს ამ კურსის ფარგლებში გათვალისწინებული გამოცდების ქულათა მაქსიმუმის არანაკლებ 60%-ს.
- სპეციალურ კურსს გაივლიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის წინა ეტაპებს (ტესტირება, გასაუბრება);
- კანდიდატებს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შედეგებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და შეფასების სისტემის საფუძველზე კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- შშმ პირებისთვის ადაპტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.112.gov.ge.
სამუშაო გრაფიკი:
I დღე: 09:00 სთ-იდან 17:00 სთ-მდე;
II დღე: 17:00 სთ-იდან 00:00 სთ-მდე;
III დღე: 18:00 სთ-იდან 02:00 სთ-მდე;
მომდევნო 3 დღე დასვენება;
თვის განმავლობაში 3 ღამის ცვლა (00:00 სთ-იდან 09:00 სთ-მდე).
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნით.
მნიშვნელოვანი: მითითებულ თანამდებობრივი სარგო - 2296 ლარი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატორთა და დისპეტჩერთა შემრჩევი კომისია;
- კანდიდატთა შერჩევის პროცესი სრულდება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
