ჯიენჯი
მარკეტინგიWaterpik ბრენდის გაყიდვების წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ლვოვის ქ. 63
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
- მთავარი მოთხოვნა
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
"ჯიენჯი" სტომატოლოგიისთვის საჭირო განათლების, განვითარების შესაძლებლობების, მასალების, აპარატურისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანიაა. ვეძებთ Waterpik-ის (დენტალური ირიგატორი) ბრენდის გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს მომხმარებლებთან და ხელს შეუწყობს ბრენდის განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია კომპანიის საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
- მომხმარებლებთან შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის დროულად შესწავლა და მომხმარებლებისთვის წარდგენა;
- გაყიდვების მიზნების შესრულებაზე მუშაობა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- მომხმარებლების შეკვეთებთან, გარიგების პირობებსა და შესაბამის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდება საწყობისა და ბუღალტერიისთვის;
- გაყიდვების, მომხმარებლებისა და პროდუქტების შესახებ ბაზებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება და განახლება;
- მომხმარებლებთან ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია ადმინისტრაციასთან, იურიდიულ და ბუღალტრულ სამსახურებთან;
- მომხმარებლების დავალიანებებისა და მათთვის განკუთვნილი სუბსაწყობების კონტროლი;
- ექიმებისა და სხვა მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
- ღია კარის დღეების, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, მათ შორის სარეკლამო პოსტერებისა და ვიდეომასალის მომზადებაში მონაწილეობა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;
- კომპანიის სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებლების კითხვების დროული და ამომწურავი დამუშავება;
- კომპანიის შიდა და გარე ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
- მომხმარებლებისა და კონკურენტების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება კანონმდებლობის დაცვით;
- ახალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მივლინებებში მონაწილეობა;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და კომპანიის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების დირექტორთან შეთანხმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აუცილებელია გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 1, 000 ლარი ხელზე ასაღები;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
- ბონუსი: დამოკიდებულია გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- სამუშაო ადგილი: ლვოვის ქ. 63.
თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: admin@giengi.ge
გთხოვთ, წერილის სათაურად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Waterpik-ის გაყიდვების წარმომადგენელი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
