ვიზუალური დიზაინერი
- ქალაქი
- Remote
სრული აღწერა
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
"Talkpal"-ის მარკეტინგული არხებისა (Google Ads, Meta, Microsoft Ads, Apple Ads, SEO) და პროდუქტისთვის (iOS, Android, Web, Email, Notifications, App Store, Play Store) ვეძებთ ვიზუალურ დიზაინერს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს მარკეტინგული და პროდუქტის ვიზუალური მასალების შექმნაზე.
შენი ძირითადი სამუშაო:
- ბრიფის შესაბამისად, მარკეტინგული არხებისთვის სტატიკური და ვიდეო კრეატივების (ვიზუალური მასალების) შექმნა;
- პროდუქტისა (აპლიკაციის) და ვებსაიტისთვის ვიზუალური ელემენტების დიზაინი;
- ბრენდის ვიზუალური იდენტობის განვითარება და სხვადასხვა ფორმატზე ადაპტირება;
- A/B ტესტირებისთვის კრეატივების სხვადასხვა ვარიაციის შემუშავება;
- AI ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება ვიზუალური კონტენტის გენერირებისა და დამუშავებისთვის;
- უკუკავშირის (Feedback) საფუძველზე დიზაინის დახვეწა და საბოლოო მასალების მომზადება.
შენ მოგაქვს:
- ვიზუალური დიზაინის 5+ წლის გამოცდილება;
- AI კონტენტთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: Remote;
- დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).
სასურველია თან დაურთოთ თქვენი პორტფელის ლინკები (Dribble, Behance, ან სხვა) ან PDF ფაილი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc." ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
