ვიზიტორი ოფიცერი - ფოთი
- ქალაქი
- ფოთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- ბენეფიტები
- მოქნილი გრაფიკს · სტაბილური ანაზღაურებასა და ბონუსს ვიზიტების მიხედვით · კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიებს ქალაქებში - ქუთაისი, ვანი,ზესტაფონი,თერჯოლა, წყალტუბო, ოზურგეთი, აბაშა - პოზიციაზე ვიზიტორი ოფიცერი
სამუშაო ლოკაცია: ქუთაისი, ზესტაფონი,თერჯოლა, წყალტუბო, ოზურგეთი, აბაშა.
განაკვეთი: სრული
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: ფილიალში 1
პოზიციის შესახებ
პოზიციის მიზანია კომპანიის საკრედიტო და განვადების პროცესებში კლიენტის შემოსავლის სისწორისა და ბიზნეს საქმიანობის რეალურობის დადასტურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სესხის გაცემის უსაფრთხოება და რისკების მინიმიზაცია. პოზიცია მოიცავს ფიზიკური ვიზიტების განხორციელებას წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე და ვიზუალური მტკიცებულებების (ფოტო, რეგისტრაციის მონაცემები) შეგროვებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილი გრაფიკს
- სტაბილური ანაზღაურებასა და ბონუსს ვიზიტების მიხედვით
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების ბიზნეს მისამართზე/ადგილზე ვიზიტის განხორციელება და მათი შემოსავლების ფაქტობრივი დადასტურება;
- ახალი სესხის ან განვადების განაცხადების შემოსავლის გადამოწმება;
- რეგისტრაციის გარეშე მყოფი მომხმარებლების შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელება;
- ბიზნეს საქმიანობის დასურათება ვიზიტის დროს;
- კლიენტის შემოსავლის ნამდვილობის დადასტურება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული;
- კომუნიკაბელური;
- ფოტოს გადაღების მინიმალური ტექნიკური ცოდნა;
- ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ვიზიტორი ოფიცერი - ფოთი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- დაზღვევა, ბანკები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

