ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ან ვიდეომონიტორინგის სფეროში;
- IVMS პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სახანძრო პანელთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკის მასშტაბით მონიტორინგის კამერების უწყვეტი ზედამხედველობა და კონტროლი;
- ვიდეომონიტორინგის სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პერიოდული შემოწმება;
- ჩანაწერების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში მათი შენახვა/დაარქივება;
- საფრთხის იდენტიფიკაციის შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება;
- პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა კლინიკაში დადგენილი წესის შესაბამისად;
- სახანძრო პანელის მონიტორინგი და აქტივაციის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 03.12.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ — "ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
