ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე
სრული აღწერა
"საქართველოს ამბები / მთის ამბები" თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომელიც მზად არის, ჩაერთოს საველე ექსპედიციებში და შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მედიაპროდუქტი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
- აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მედიაში ოპერატორად და მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
- Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ცოდნა; გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) კარგი ფლობა (მიიჩნევა უპირატესობად).
- დრონის მართვის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად).
- შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენ მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული და დამონტაჟებული 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ვიდეოოპერატორი-მემონტაჟე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (sakartvelosambebi.ge) — ბმულის გახსნა დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (mtisambebi.ge — ბმულის გახსნა მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
