ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- მისამართი
- თბილისი, სათაო ოფისი https://maps.app.goo.gl/qEkkY2zsFmmWHK5i7
- ბენეფიტები
- · პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი პოზიციაზე თბილისში.
- სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი maps.app.goo.gl — ბმულის გახსნა
- განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
· პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
· მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის ობიექტებზე განთავსებული ვიდეო კამერების მონიტორინგი;
· ვიდეო-ჩანაწერების ანალიზი;
· კამერებსა და ვიდეო ჩანაწერებზე წვდომების მართვა, დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
· საყურადღებო სიტუაციების/დარღვევების/ინციდენტების ვიდეო მონიტორინგი, შესაბამისი პირების/სტრუქტურების დროული ინფორმირება;
· ავტომატური შეტყობინებების ოპერატიული მართვა;
· საჭიროების შემთხვევაში რეპორტების მომზადება;
· კომპანიის მხრიდან განსაზღრული სხვა პროცესების მონიტორინგი.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
· პასუხისმგებლობა;
· დაკვირვებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დროის მართვის უნარი;
· მსგავს პოზიციაზე ან/და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება მიენიჭება უპირატესობა.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მიკრობანკი კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი, ქალაქში - თბილისი,
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- დაცვა, უსაფრთხოება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

