ვიდეო-კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული · ჰიბრიდული · ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით · 10:00-19:00-მდე
სრული აღწერა
"CLC Elevator" / "სი ელ სი" - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
ვაკანსია: ვიდეო-კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
პოზიციის აღწერა:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- გრაფიკი: ჰიბრიდული
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო საათები: 10:00-19:00-მდე
- სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
- ყოველთვიური კონტენტის გეგმის შედგენა Facebook, Instagram და LinkedIn გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
- კონტენტ გეგმის მიხედვით გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალების მომზადება და განთავსება;
- ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი და განთავსება - (ასევე იგულისხმება ვიდეოში სპიკერად მონაწილეობა)
- პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
- ყოველთვიური სარეკლამო რეპორტინგი/ანალიტიკა, მათ შორის SEO სააგენტოსთან კომუნიკაცია და რეპორტინგის განხილვა;
- არსებული შეტყობინებების (Inbox / კომენტარების) კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულებაში მონაწილეობა;
- კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად და სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია;
- კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ციფრული მარკეტინგის/მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით;
- ვიდეო-კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
- ქოფის გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- Meta, Business Manager-ის ფლობა;
- Microsoft პროგრამების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად - გთხოვთ მიუთითოთ მეილში.
პიროვნული თვისებები:
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- საქმისადმი ენთუზიაზმი;
- კრეატიულობა და ინიციატორობა.
CLC Elevator გთავაზობს:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის საშუალებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
- ინდუსტრიის პირველი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და პორტფელი (სასურველია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტის ბმულების გაზიარება) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს სი ელ სი-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
