ვიბროკომპრესირებული ბეტონის პროდუქციის წარმოების ოპერატორი
- მისამართი
- თერჯოლა, სოფ: ნახშირღელე
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე. საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას.
შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
შპს „ლეგი“ აცხადებს შერჩევას ვიბროკომპრესირებული ბეტონის პროდუქციის წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თერჯოლა, სოფ: ნახშირღელე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება.
- უკრაინული ან რუსული ენის ცოდნა (სასწავლო პროცესისთვის).
- კომპანია უზრუნველყოფს: შესწავლაში დახმარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
ჩვენ გთავაზობთ:
შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- რუსული, უკრაინული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
