ვების ჟურნალისტი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 15 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს ბი ემ ჯი On.ge-ის მიმართულებით გუნდი ეძებს კრეატიულ ვების ჟურნალისტს. თუ თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა, შენი იდეები საინტერესო კონტენტად აქციო, შეგვეხმიანე. ჩვენთვის მთავარი შენი ენთუზიაზმი და განვითარების სურვილია. თუ 17-წლიანი გამოცდილება ჯერ არ გაქვს და არც ის იცი, საკუთარ თავს 5 წელიწადში სად ხედავ, ესე იგი, სწორედ შენ გეძებთ!
გაგვაგებინე, თუ:
- კარგად გამოგდის ამბის თხრობა, მუდმივად ეძებ საინტერესო ისტორიებს და იცი, ეს ყველაფერი როგორ მიიტანო მკითხველამდე მარტივი და გასაგები ენით;
- თავისუფლად შეგიძლია ინგლისურენოვანი წყაროების დამუშავება, თარგმნა და ქართულ კონტექსტზე მორგება;
- შენთვის უცხო არ არის Facebook-ის, Instagram-ის თუ სხვა პლატფორმების სპეციფიკა;
- კარგი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევი.
რას ველით შენგან:
- ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიების ინგლისური ენიდან თარგმნას/ადაპტირებას;
- ქართველ მწერლებთან, მუსიკოსებთან და სხვა საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერას;
- სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok) ადაპტირებული მულტიმედია კონტენტის შექმნას;
- მიმდინარე ტრენდებზე ორიგინალური, საავტორო კონტენტის მომზადებას (ქვიზი, კროსვორდი, ჩამონათვალის ტიპის სტატია);
- საავტორო ანალიტიკური სტატიების წერას;
- მოკლე ვიდეოებში მონაწილეობას (კამერასთან მუშაობას).
სამუშაო განაკვეთი: სრული
შეავსე აპლიკაცია ამ ბმულზე განაცხადის შევსება. დავუკავშირდებით მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
აპლიკაციის დედლაინი: 15 ნოემბერი
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
