სენდი
ტექნოლოგიებივებ-გვერდის კონტენტ მენეჯერი/ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ს. ჩიქოვანის (ხილიანის) 45
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00 – 19:00
სრული აღწერა
კომპანია "სენდი" 2015 წლიდან ახორციელებს IT მომსახურების, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების, ტექნიკის, ქსელური მოწყობილობებისა და უსაფრთხოების სისტემების რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე და ეძებს გუნდის ახალ წევრს ონლაინ მაღაზიის ასორტიმენტის მართვის მიმართულებით.
ვაკანსია: ვებ-გვერდის კონტენტ მენეჯერი/ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ს. ჩიქოვანის (ხილიანის) 45
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00
ძირითადი მოვალეობები:
- ონლაინ მაღაზიის/ვებ-გვერდის პროდუქციის კატალოგის მართვა და პერიოდული განახლება;
- ახალი პროდუქტების დამატება: დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, აღწერილობებისა და ფასების ატვირთვა/რედაქტირება;
- პროდუქციის ფოტომასალის დამუშავება, რედაქტირება, ზომების ოპტიმიზაცია და ვებ-გვერდზე განთავსება;
- არსებული პროდუქციის მონაცემთა ბაზის სისწორისა და ვიზუალური მხარის მუდმივი მონიტორინგი;
- კატეგორიებისა და ფილტრების სწორი სტრუქტურირება პროდუქტებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე (Content Manager, E-commerce Administrator) მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო/საშუალო ცოდნა (Adobe Photoshop, Canva ან სხვა ფოტო-რედაქტორები ფოტოების დამუშავების/ფონის მოშორების/ზომების შესაცვლელად);
- ონლაინ მაღაზიის CMS სისტემებთან (მაგ. Bagisto, WordPress/WooCommerce, Shopify ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერისა და სტილისტიკის დაცვით);
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური ტექსტების/პროდუქტის მახასიათებლების გასაგებად და სათარგმნად;
- კომპიუტერულ პროგრამებთან და საოფისე აპლიკაციებთან (Excel, Word) ეფექტური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
პირობები:
- ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები);
- მეგობრული სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@sandy.ge
წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კონტენტის ადმინისტრატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
