კერძო განცხადება
ტექნოლოგიებივაკანსია: IT სპეციალისტი / პროგრამისტი
გამოქვეყნდა 24 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, საქართველო
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს · ანაზღაურებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
სრული აღწერა
ვაკანსია: IT სპეციალისტი / პროგრამისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ
საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს კვალიფიციურ IT სპეციალისტს, რომელსაც აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, არსებული სისტემების განვითარების და ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება;
- არსებული პროგრამების გაუმჯობესება, განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა;
- პროგრამული კოდის წერა, ტესტირება და ოპტიმიზაცია;
- კომპანიის შიდა პროცესების ავტომატიზაციისთვის პროგრამული ინსტრუმენტების შექმნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მათი მართვა;
- კომპანიის IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამირების მინიმუმ ერთი ენის ცოდნა;
- პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
- პრობლემების ანალიზისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
*რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება:
- ვებპროგრამირების გამოცდილება;
- API-ებთან და სხვადასხვა პროგრამულ სისტემასთან ინტეგრაციის გამოცდილება;
- ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება;
- ფინანსური ან კორპორაციული პროგრამების შექმნის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV ელ. ფოსტაზე namuradze.lana@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- IT ციფრული ტექნოლოგიები
- სამუშაოს ტიპი
- ადგილზე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
