ვაკანსია დამატებითი კადრი — Lead Conversion Specialist
- მისამართი
- თბილისი, ილია ჭავჭავაძის 47
სრული აღწერა
ვაკანსია
დამატებითი კადრი — Lead Conversion Specialist
Sydney Royal Clinic | თბილისი
Sydney Royal Clinic აცხადებს ვაკანსიას Lead Conversion Specialist-ის (ლიდების კონვერტაციის სპეციალისტი) პოზიციაზე.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პოტენციური პაციენტების რეალურ ვიზიტებად და გაყიდვებად კონვერტაციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შემოსული ლიდების დამუშავება და პოტენციურ პაციენტებთან კომუნიკაცია;
- პაციენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
- კონსულტაციებსა და პროცედურებზე ჩაწერის უზრუნველყოფა;
- CRM სისტემაში ლიდების მართვა და სტატუსების განახლება;
- დაინტერესებულ პაციენტებთან განმეორებითი კომუნიკაცია (Follow-up);
- კონვერტაციის მაჩვენებლებისა და გაყიდვების მიზნების შესრულება;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული შედეგების რეპორტინგი.
მოთხოვნები
- გაყიდვების ან Lead Conversion მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- სამედიცინო ან ესთეტიკური მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 47
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მომწერეთ ან დატოვეთ კომენტარი, შეგეხმიანებით.
- kchd_96@yahoo.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- სხვადასხვა
- სამუშაოს ტიპი
- ადგილზე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


